პოლიციამ სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორებისა და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 8-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება –  “მეტადონი”.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები