მოსკოვმა აშშ რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა – უწყებაში ამერიკელი დიპლომატი დაიბარეს
რუსეთი აშშ-ის საელჩოს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.
აღნიშნული სოციალურ ქსელში არასანქცირებული აქციის გამართვის მარშრუტის რუკის განთავსებას უკავშირდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყებაში ამერიკელი მაღალჩინოსანი დიპლომატი დაიბარეს.
„აღვნიშნეთ, რომ აქციის ჩატარების სქემის განთავსებას “აგიტაციად” ვაფასებთ, ასევე, მასში “მონაწილეობის მოწოდებად”, რაც ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიციის არასანქცირებული აქცია, რომელზეც არის საუბარი, მოსკოვში 3 აგვისტოს ჩატარდა.
მანამდე, ამავე ბრალდებით, რუსეთიდან უცხო ქვეყნის დიპლომატების გაძევების ინიციატივით, პარტია ლდპრ-ის ლიდერი, ვლადიმირ ჟირინოვსკი გამოვიდა.