იემენში კონფლიქტს ერთ წელიწადში 355 ბავშვი ემსხვერპლა

იემენში 2018 წლის 9 აგვისტოდან დღემდე სამხედრო კონფლიქტს 355 ბავშვი ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია – Oxfam-ი ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ბავშვები სხვადასხვა იერიშის დროს, მათ შორის ავიადარტყმების, ნაღმების აფეთქებისა და სროლის შედეგად დაიღუპნენ.
აღნიშნულია, რომ ამ პერიოდში 600-მდე ბავშვი დასახიჩრდა.
იემენში 2014 წლიდან შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს, რომელშიც, ერთი მხრივ, შიიტური მოძრაობის -„ანსარულაჰის“ და ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები იბრძვიან, მეორე მხრივ კი – სამთავრობო ძალები.
კონფლიქტის შედეგად 3 მლნ-მდე ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები