„ოკუპაცია ჩვენს სახლებში“ – სალონური შეხვედრა გაიმართება
9 აგვისტოს, 19:00 საათზე, ინგლისური წიგნების მაღაზია „პროსპეროს წიგნები“ სალონურ შეხვედრას – „ოკუპაცია ჩვენს სახლებში“ – გამართავს.
საღამოს მოდერატორი ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა იქნება.
ორგანიზატორების ინფრომაციით, იგი ისაუბრებს ომზე, ყოველდღიურ საფრთხეებზე საოკუპაციო ხაზისპირა სოფლებში, მცოცავ ოკუპაციასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე.
შეხვერდა რუსეთ-საქარველოს ომის 11 წლისთავს ეძღვნება და მისი მიზანია როგორც ცნობიერების ამაღლება, ასევე საზოგადოების ჩართულობა და აქტიურობა. სწორედ ამ ომს ეხება რონალდ ასმუსის ცნობილი წიგნი „A Little War that shook the World“.
ღონისძიების ფორმატი იქნება ინტერაქციული და მაღაზია „პროსპეროს წიგნებისაგან“ ყველაზე აქტიურ სტუმრებს საჩუქრად წიგნები გადაეცემათ.
სალონურ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოება ყავა/ჩაის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად ორცხობილას, მაღაზიის კაფეში წარმოდგენილ მენიუზე კი სიმბოლურ -20%-იან ფასდაკლებას მიიღებს.
ღონისძიების მიმდინარეობისას, ასევე შესაძლებელია -20%-იანი ფასდაკლებით სასურველი წიგნების შეძენა.
მისამართი: რუსთაველის 34.