„მდინარის მაგიური ბაღი“ – ფესტივალი გაიმართება
9 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „თბილისი”, ფესტივალს – „მდინარის მაგიური ბაღი“ უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „მდინარის მაგიური ბაღი“ ფესტივალია, რომლის მიზანია თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მტკვრისა და მდინარე ვერეს შესართავთან არსებული ნახევარ ჰექტრამდე ფართობის ჭალის ტერიტორიის საზოგადოებრივ სივრცედ გადაქცევა. ქალაქის მიერ ჯერჯერობით აღუქმელი, ბუნებრივად წარმოშობილი ეს ბაღი, წარმოადგენს ალტერნატიულ რეალობას ბეტონის კედლებში მოქცეული მდინარისათვის. თბილისის ცენტრთან ყველაზე ახლოს მყოფი მდინარის ნაპირი მტკვართან უშუალო კონტაქტის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის.
ფესტივალისთვის შერჩეული მტკვრის ჭალა ერთი მხრივ უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებს, ასევე წარმოაჩენს შეუმჩნეველ და იდუმალ ადგილს მდინარის ნაპირზე, როგორც პოტენციურ საზოგადოებრივ სივრცეს.
ფესტივალი 9 აგვისტოს, 18:00 საათზე გაიხსნება.
საფესტივალო სივრცე ღია იქნება დამთვალიერებლისთვის ყოველდღე, 13:00-დან, ოფიციალური პროგრამა დაიწყება 18:00-დან და გაგრძელდება 23:00-მდე.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ამავე სახელწოდების გამოფენა, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი და საერთაშორისო არტისტები მიიღებენ მონაწილეობას: მამუკა ჯაფარიძე, მარიამ კალანდაძე, გალაქტიონ ერისთავი, თამარ გურგენიძე, გოჩა ჟღენტი, ზურა ცოფურაშვილი, არიალი, ლადო ლომიტაშვილი, ილია მახარაძე, ალექსი სოსელია, ნიკოლოზ კაპანაძე, მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე, ელენე გაბრიჩიძე.
ფესტივალის ცენტრალური ადგილი იქნება „ცოდნის სივრცე“, რომელშიც ვორკშოპები, პრეზენტაციები და ყოველდღიური აუდიოპერფორმანსები ჩატარდება.
აუდიოპერფორმანსი გაიმართება ყოველ საღამოს, 21:00-დან. მონაწილე მუსიკოსები:
9 აგვისტო- დიმა დადიანი
10 აგვისტო-Vo Ezn
11 აგვისტო – დევიდ პრიზ; დათო დათუნაშვილი
12 აგვისტო – ანუშკა ჩხეიძე
13 აგვისტო – რეზო ღლონტი
14 აგვისტო – ანა ჯიქია, INCHINA
15 აგვისტო – ირაკლი შონია ; “ცადდამყვანა”
სპეციალურად შექმნილია ტერიტორიის აუდიოგახმოვანება კოსმიური ხმების გამოყენებით, რაც „მდინარის მაგიური ბაღის“ იდუმალებას კიდევ უფრო აძლიერებს.
სივრცის აუდიოდიზაინი ფესტივალისთვის შემოქმედებითმა გაერთიანება „ცუმბო გრუპმა“ შექმნა.
ვორკშოპები და წიგნის პრეზენტაცია, 19:00 საათიდან:
10 აგვისტო – დევიდ პრიზ: დისკუსია მდინარის პირას თემაზე – Cultural work as political activism & Breaking the bubble;
11 აგვისტო – ვატო წერეთელი თემით: „სოციალური ინოვაციები“;
13 აგვისტო – ნარენდრა რაგუნათი – ვასტუ – ინდური არქიტექტურის პრინციპები და მეთოდები / წიგნის პრეზენტაცია.
ინსტალაცია
აღსანიშნავია სპეციალურად კონსტრუქტირებული, ბაღთან დამაკავშირებელი „კიბე“, რომელიც ნაპირზე ჩასასვლელს წარმოადგენს და მეტაფორულად ქალაქი/მდინარის კავშირზე მიუთითებს.
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „თბილისი“, 18 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით მასპინძლობს რეზიდენტ არტისტს ავსტრიიდან, დევიდ პრიზს. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება დევიდის ვორკშოპის შედეგად შექმნილი ნამუშევრები, რომელიც 2019 წლის 3 აგვისტოს გაიმართა, სახელწოდებით: Hæven is a place on Earth – Guerilla Communication as an Artistic Tool for Political Change
ფესტივალზე, ვიდეოპროექციის და საუნდპერფორმანსის სახით დევიდის სხვა ნამუშევრებიც იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალზე ვიდეოჩვენებებიც გაიმართება.