„დავით აღმაშენებლის მონეტები“ – მესტიაში მაია პატარიძის საჯარო ლექცია გაიმართება

8 აგვისტოს, 16:00 საათზე, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში, ეროვნული მუზეუმის მეცნიერის, მაია პატარიძის საჯარო ლექცია – „დავით აღმაშენებლის მონეტები“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, სვანეთის რეგიონში დავით აღმაშენებლის მონეტებისადმი ინტერესი განსაკუთრებულია, ვინაიდან ამ კუთხემ მეცნიერებას სახელოვანი მეფის სამი მონეტა შემოუნახა. ლექციაზე საუბარი იქნება დღეისათვის ცნობილ დავითის ყველა მონეტაზე, მათ შორის „სვანურ” ეგზემპლარებზე, და ასევე, ერთ, ჯერ კიდევ უცნობ ეგზემპლარზე საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან.
თითქმის ორი საუკუნეა, რაც დავით აღმაშენებლის ნუმიზმატიკური მემკვიდრეობა სამეცნიერო წრეების ყურადღებას იმსახურებს. უდიდესი რეფორმატორის ფინანსური და საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის საფუძვლიანი გააზრება სამონეტო საქმის შესწავლის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია.  ამის გარდა, დღეისთვის ამ სახელოვან მეფესთან უშუალოდ დაკავშირებული არტეფაქტები არცთუ ისე მრავლად არის შემორჩენილი. ამ ფონზე, დავით აღმაშენებლის მონეტების როლი უმნიშვნელოვანესია როგორც ქართული ნუმიზმატიკის, ასევე ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვისაც.

მისამართი: მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა N7.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები