პარასპორტსმენი მუცოს მხარდასაჭერად – ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოს მოსაპოვებლად ხმის მიცემა გრძელდება
მუცოს რესტავრაციის პროექტის მიერ ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოს – „საზოგადოების რჩეულის“ სტატუსის მოსაპოვებლად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოში დაწყებულ კამპანიას შვედეთის მხედველობადაქვეითებული მოქალაქე, ავთანდილ ჟღენტი არქიტექტურული კომპლექსის ფერდობის დალაშქვრით უჭერს მხარს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირიქითა ხევსურეთის ერთ-ერთ კლდოვან ფერდობზე განთავსებული ციხე-სოფლის საფეხმავლო გზა მან 31 ივლისს ინსტრუქტორის მეთვალყურეობით, დამოუკიდებლად განვლო.
რთული მარშუტის დაძლევისა და ადგილობრივი ლადშაფტის შეცნობის აქციით, ქართველი პარასპორტსმენი საზოგადოების წევრებს ხმის მიცემის საერთაშორისო პროცედურაში მუცოს აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ამავდროულად, ავთანდილ ჟღენტი საკუთარ მაგალითზე საქართველოში მცხოვრებ მხედველობაშეზრუდულ მოქალაქეებს მსგავსი ინიციატივის განხორციელებისკენ მოუწოდებს.
პირველი ჯგუფის მხედველობადაქვეითებული სტატუსის მქონე შვედეთის მოქალაქე – ავთანდილ ჟღენტი სპორტული დისციპლინების (ალპინიზმი, ცურვა) აქტიური მიმდევარია. სკანდინავიის ქვეყნების შშმ პირების გაერთიანება „აქტივა სინსკადადე“-ში (“Aktiva Synskadade”) გაწევრიანების შემდეგ, ის არაერთი საერთაშორისო სპორტული პროგრამის მონაწილე გახდა.
მუცოს რეაბილიტაციამ, როგორც წლის საუკეთესო საკონსერვაციო პროექტმა, ევროპული მემკვიდრეობის პრიზი, ევროპის უმაღლესი აღიარების – „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიმდინარე წლის მაისში მიიღო.
ევროპული მემკვიდრეობის კონგრესის ფარგლებში, ევროპა-ნოსტრას პრიზის გამარჯვებულთა დაჯილდოების წარმომადგენლობით ცერემონიაზე, რომელიც 25-29 ოქტომბერს პარიზში გაიმართება, 2019 წლის კონკურსის ლაურიატებს შორის გამოვლინდება გრან-პრისა და სპეციალური ჯილდოს – “საზოგადოების რჩეულის” მფლობელიც, რომლის გამარჯვებულს საერთაშორისო ვებპლატფორმაზე: https://vote.europanostra.org კანდიდატებს შორის მოპოვებული ხმების უმრავლესობა განსაზღვრავს.