განთავსდება თუ არა ევროპაში სახმელეთო ბირთვული რაკეტები – ნატო-ში სარაკეტო შეთანხმების შეჩერებაზე რეაგირებას გეგმავენ

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საშუალო და ნაკლები სიშორის მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების შეჩერებაზე რეაგირებას მოახდენს.
როგორც სტოლტენბერგმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ალიანსი ბირთვული შეკავების საშუალებების ეფექტურობას მოახდენს, თუმცა ევროპაში ახალი სახმელეთო ბირთვული რაკეტების განთავსებას არ გეგმავს.
„შევაჯერეთ ზომათა კომპლექსი, რომ ნატო-ს თავდაცვა და შეკავების მექანიზმი სანდო და ეფექტური დარჩეს. თუმცა რეალიზების დაჩქარებას, ან გაუაზრებელი ნაბიჯების გადადგმას არ ვგეგმავთ. ყველა ვარიანტს საგულდაგულოდ განვიხილავთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ალიანსის მოკავშირეები ისეთ საკითხებზე იმუშავებენ, როგორიც არის „სწავლება, დაზვერვა, ჰაერ და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვა, ასევე, კონვენციული შესაძლებლობები“.
სტოლტენბერგი ხაზს უსვამს, რომ ნატო-ს „ახალი გამალებული შეიარაღება“ არ სურს.
„არ ვგეგმავთ ევროპაში ახალი სახმელეთო რაკეტების განთავსებას“, – დასძინა სტოლტენბერგმა.
ამასთან, ალიანსის გენერალურმა მდივანმა შეთანხმების გაწყვეტაზე პასუხისმგებლობა სრულად რუსეთს დააკისრა.
დღეს აშშ-მ საბჭოთა კავშირთან დადებული სარაკეტო შეთანხმება ოფიციალურად დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები