“საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით პოზიტიურ სიგნალებს ვხედავთ,”- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ბატონი მამუკა მდინარაძე იმყოფებოდა თავისი კოლეგის მიწვევით აშშ-ში შემდეგ ბატონი სამხარაძე იმყოფებოდა და ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ჩაატარა თეთრ სახლში; ბატონი რუბიოსა და ვენსის გზავნილები, რომელიც მათ გააჟღერეს ქალბატონ ბოჭორიშვილთან და მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის დროს და ახლა სატელეფონო საუბარი ბატონ პრემიერთან – ეს, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი ამ ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი, გუშინ, 30 მარტს შედგა.