ლევან მახაშვილი: გეგმაზომიერად, ჩვენი ინტერესების შესაბამისად ვცდილობთ ურთიერთობის აწყობას შეერთებულ შტატებთან
“გეგმაზომიერად, ჩვენი ინტერესების შესაბამისად ვცდილობთ ურთიერთობის აწყობას შეერთებულ შტატებთან,”- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილი იმედოვნებს, რომ ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს შორის გამართული სატელეფონო საუბარი დამატებით ბიძგს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვას.
„ჩვენ გეგმაზომიერად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენი ინტერესების შესაბამისად ვცდილობთ ურთიერთობის აწყობას აშშ-სთან. არაერთი შეხვედრა და სამუშაო პროცესი წარიმართა გასული თვეების განმავლობაში და კარგია, რომ ეს სამუშაო შეხვედრები ნელ-ნელა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებშიც გადაითარგმნება. მივესალმებით ამ ზარს, იყო ძალიან ნაყოფიერი, საჭირო და დროული ზარი და იმედი გვაქვს, რომ ეს დამატებით ბიძგს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვას“, – განაცხადა მახაშვილმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი, გუშინ, 30 მარტს შედგა.