საქართველოს პრეზიდენტი ჯანდაცვის ახალ მინისტრს შეხვდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა და საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანი მართვის მექანიზმებზე ისაუბრა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემასა და ამ პროგრამის ეფექტიანი მართვის მექანიზმებზე და სოციალურად დაუცველ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ საკუთარი ხედვაც წარუდგინა.
შეხვედრისას საუბარი ბავშვთა ონკოლოგიასა და ქვეყანაში სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარების საკითხებსაც შეეხო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები