პრეზიდენტმა პატრიარქს ილიაობა მიულოცა

​საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამების საკათედრო ტაძარში ილიაობასთან დაკავშირებულ საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს მისი ანგელოზის დღე – წმინდა ელია თეზბიტელის ხსენების დღე მიულოცა.
„თქვენო უწმინდესობავ, ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, თქვენი ანგელოზის დღე. გისურვოთ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა. მინდა, მივულოცო წმინდა სინოდს, მივულოცო სრულიად საქართველოსა და აქ მყოფ საზოგადოებას ეს მშვენიერი დღე. მინდა, ასევე, ყველას სახელით, დიდი მადლობა მოგახსენოთ თქვენი ღვაწლისთვის. ჩვენ მოგყვებით იმ ძალიან რთულ გზაზე, რომელიც, ასევე, არის წმინდა ილია მართლის გზა. საქართველოსთვის ეს გზა ყოველთვის რთული იყო. ვიცით, რომ, ალბათ, კიდევ ძალიან ბევრი სირთულე გვაქვს გადასალახი, მაგრამ ჩვენ თქვენ გამო გვაქვს ძალიან დიდი იმედი და მოგყვებით ამ გზაზე. გამოგყვებით ბოლომდე ამ გზაზე, რომელიც მიდის საქართველოს გამთლიანებამდე. კიდევ ერთხელ გისურვებთ მრავალ წელს. თქვენ ჩვენ გვჭირდებით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
2 აგვისტოს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ილიაობას აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები