ანგელა მერკელი და პეტრო პოროშენკო ხვალ ერთად ივახშმებენ

უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ერთმანეთს შეხვდებიან. ანგელა მერკელმა პოროშენკო ვახშამზე დაპატიჟა. ცნობილია, რომ შეხვედრა 5 ივნისს ბერლინში, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ ანგელა მერკელის პრესმდივანმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა. ამასთან, ცნობილია, რომ მათი მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე სიტუაციის განხილვაა.
პეტრო პოროშენკომ მანამდეც მიიღო კანცლერისგან ბერლინში ჩასვლაზე მიწვევა. ანგელა მერკელმა ასევე განცხადა, რომ გერმანია აქტიურად დაეხმარება უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, რომ უკრაინაში ვითარება დარეგულირდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები