ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და ჰამბურგის პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინალში რუსი ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა და ჰამბურგის ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
500 სარეიტინგოქულიანი ტურნირის ფინალში ბასილაშვილმა ანდრეი რუბლევი 7:5, 4:6, 6:3 დაამარცხა. ჰამბურგის შეჯიბრი, ზედიზედ ორჯერ, ბოლოს როჯერ ფედერერს ჰქონდა მოგებული.