ფშაველი-ომალოს გზაზე მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

ფშაველი-ომალოს გზაზე მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები დღეს დილიდან განახლდა. სამუშაოებში ჩართულა მძიმე ტექნიკაც. სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ ნაპოვნია მიმდინარე წლის 27 ივლისს, თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 6 ადამიანის ცხედარი. სამაშველო ოპერაციისას მაშველებმა 5 მოქალაქე გადაარჩინეს, მათგან 3 თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს და თავს კარგად გრძნობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები