მოსკოვში აქციაზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს (ფოტო-ვიდეო)

მოსკოვში, თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით გამართულ არასანქცირებულ აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 1000-ს აჭარბებს. როგორც რუსული მედია იუწყება, დაკავებულებს შორის არიან ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით, ძალოვნები აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, დაკავებისას, ხელჯოხებს და სხვა სპეციალურ საშუალებებს იყენებდნენ. სპეცრაზმელებთან დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე აქტივისტიც დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დედაქალაქში უკვე ორი კვირაა საპროტესტო აქციები იმართება. მათი მონაწილეები მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვას აპროტესტებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები