თუშეთში სამძებრო სამუშაოები განახლდა

თუშეთის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მაშველებმა სამუშაოები განაახლეს.

წუხელ ოთხი გარდაცვლილი პროზექტურაში გადაასვენეს, ორი ადამიანის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს. შესაძლოა, სამძებრო სამუშაოებში მყვინთავების ჩართვაც გახდეს საჭირო.

თუშეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილია 5 ადამიანი. მათ შორის, 1 არასრულწლოვანი.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები