ირაკლი ოქრუაშვილი N9 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი N9 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
“ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ესკორტის ოფიცრების მიერ N9 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი”,-ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები