სოფიო ქაცარავა: Freedom House ქვეყანაში დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით საფრთხეს ვერ ხედავს, როცა საქმე ეხება „რუსთავი 2-ის” დაბრუნებას კანონიერი მესაკუთრისთვის

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა Freedom House-ის ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელის, მარკ ბენეტის “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან მიცემული ინტერვიუდან სოციალურ ქსელში ამონარიდს აქვეყნებს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, Freedom House ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნების საკითხში, ქვეყანაში დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით, საფრთხეს ვერ ხედავს.
“Freedom House ვერ ხედავს ვერავითარ საფრთხეს ქვეყანაში დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით, მაშინ როდესაც საქმე ეხება „რუსთავი 2“-ის დაბრუნებას კანონიერი მესაკუთრისთვის.
მარკ ბერენტი, Freedom House-ის ევრაზიის პროგრამების დირექტორი:
“ხშირად, პოლიტიზებული, პოლარიზებული მედია გამოცემები, განსაკუთრებით ტელევიზიები, ამბის გარკვეულ მხარეს აჩვენებენ და ეს პრობლემაა. თუ ერთი აზრის ჩახშობა მოხდება – ამ შემთხვევაში “რუსთავი 2”-ის, რომელიც ამ პოზიციას წლების განმავლობაში ატარებდა, საზოგადოებაში ერთით ნაკლები ხმა იქნება. თუმცა, ვთვლი ამას წითელ ხაზად? არა, რადგან საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ადვილად შესაძლებელი იქნება ეს მოსაზრებები სხვაგვარად გამოიხატოს. ეს არ მაშფოთებს. ეს რომ იყოს დახურული მედია გარემო, სადაც შეუძლებელი იქნებოდა სამაუწყებლო ლიცენზიის მოპოვება და ჟურნალისტებს რომ ავიწროებდნენ, ამ შემთხვევაში მდგომარეობის შეცვლა რთული იქნებოდა. საქართველოს მედია გარემო იძლევა ცვლილებების საშუალებას და აზრთა სხვადასხვაობა ხალხისთვის ხელმისაწვდომია. თუმცა, ობიექტურ ინფორმაციას არავინ იღებს და ეს პრობლემის ნაწილია”.
„ისინი კარგი ჟურნალისტიკის მაგალითები რომ ყოფილიყვნენ, რომ ეცადათ, საქმის ორივე მხარის სამართლიანად წარმოჩენა, იმისთვის, რომ მაყურებელს თავად შეძლებოდა მხარეებს შორის არჩევანის გაკეთება, მაშინ უფრო მეტად შემაწუხებდა ეს ცვლილება“,-ნათქვამია სოფიო ქაცარავას მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები