მამუკა ხაზარაძე: ჩვენ შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, გადავიწევით უკანა პლანზე

„ჩვენ შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, ჩვენ გადავიწევით უკანა პლანზე“, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც მისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლოზე მსჯელობენ.

„მე და ბადრიმ გადავწყვიტეთ, რომ მომავალ კვირას  ჩვენ გვექნება პრესკონფერენცია. ჩვენ შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს,   გადავიწევით უკანა პლანზე, ჩამოვშორდები მე თავმჯდომარეობას და ბადრი თავმჯდომარის მოადგილეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, რომ ჩვენ რაღაცას ვეფარებით. ამას ვაკეთებ მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს და ვინმემ მერე არ დაგვაბრალოს, რომ, აი, თქვენ  გამო სასიცოცხლო პროექტი გაჩერდა“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ანაკლია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი.
“ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ანაკლია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი. ანაკლია არის შემოტრიალება  ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ორიენტაციის და ერთხელ და სამუდამოდ კარიბჭედ დაფიქსირება აზიასა და ევროპას შორის, მსხვილი ინვესტორების გაჩენა, რომლებთანაც ჩვენ თითქმის დამთავრებული გვქონდა მოლაპარაკება და ორი დღის წინ ისევ ამ ქაოსში ჩაგვაგდეს. ეს არის, ასევე, მიმართული აბსოლუტურად გაუგებარი რამ, რომ ამბობენ, რომ ანაკლიას ჩვენ მხარს ვუჭერთ მთავრობა იძახის და, მეორე მხრივ, პირდაპირ ღიად ებრძვიან ამ პროექტს. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ”, – აღნიშნა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები