ავტომანქანის აფეთქებას ვანში 25 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

  ვანის მუნიციპალიტეტში ავტომანქანის აფეთქებას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია 25 წლის გიორგი თვალაბეიშვილი. როგორც „კვირას“ ადგილობრივებმა განუცხადეს, გიორგი თვალაბეიშვილი ბებიასთან ერთად სახლში ბაზრიდან დაბრუნდა. ისინი მანქანიდან პროდუქტებს ალაგებდნენ, რა დროსაც, მოულოდნელად ავტომობილი აფეთქდა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები