„ამერიკა ევროპაში სამხედრო-საჰაერო ძალების რაოდენობის გაძლიერებით საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას დაეხმარება“
შტატები გააძლიერებს ამერიკელი სამხედროებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების რაოდენობას ევროპის ქვეყნებში, რათა ამით დაეხმაროს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობას,- ეს განცხადება ბარაკ ობამამ ვარშავაში, პოლონეთის დემოკრატიის 25 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.
დემოკრატიული ქვეყნები უარს ამბობენ, 21-ე საუკუნეში მე-20 საუკუნის ბნელი ტაქტიკა დაუშვან. დიდ სახელმწიფოებს არ უნდა მიეცეთ პატარა სახელმწიფოების დაშინების, ან საკუთარი ნების იარაღის მიბჯენის საშუალება. თავისუფალი ერები ერთიანნი ვიქნებით, რათა რუსეთის მომავალი პროვოკაციები რუსეთის მეტ იზოლაციას და მისთვის მეტ ფასს ნიშნავდეს”, – განაცხადა ბარაკ ობამამ.