ანჯელინა ჯოლი 39 წლის გახდა

ამერიკელი კინომსახიობი ანჯელინა ჯოლი ვოიტი, იგივე ანჯელინა ჯოლი (დაბ.1975 წლის 4 ივნისს) მედიის მიერ ხშირად აღიარებულია როგორც პოპულარულ მსახიობად, ისე მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალად, ხოლო მისი არაეკრანული, პირადი ცხოვრება ფართოდაა გაშუქებული. მან მიიღო სამი „ოქროს გლობუსი“, კინომსახიობთა გილდიის ორი პრემია და „ოსკარი“.
მიუხედავად იმისა, რომ ანჯელინას დებიუტი ბავშვობაში 1982 წელს გადაღებულ ფილმში „ველოდები წასვლას“ მამამისთან ერთად შედგა, ჯოლის სამსახიობო კარიერა მოგვიანებით დაბალბიუჯეტიანი ფილმით „კიბორგი 2“ (1993) დაიწყო.
მან პირველი მთავარი როლი განასახიერა ფილმში „ჰაკერები“ (1995), ასევე მან ითამაშა კრიტიკოსთა მიერ კარგად მიღებულ და აღიარებულ ბიოგრაფიულ ფილმებში: „ჯორჯ ვალასი“ (1997) და „ჯია“ (1998). მიიღო „ოსკარი“, როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელმა ქალმა, ფილმისათვის „გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს“ (1999).
ჯოლიმ მიაღწია საქვეყნო აღიარებას ფილმით „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ (2001), სადაც მან ვიდეოთამაშის გმირი ლარა კროფტი განასახიერა. ამის შემდეგ ის ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა. მან თავისი ყველაზე დიდი კომერციული მოგება ნახა მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ჟანრის ფილმით „მისტერ და მისის სმიტი“ (2005).
ანჯელინა დაშორდა პირველ მეუღლეს ჯონი ლი მილერს, მეორე მეუღლეს ბილი ბობ ტორნტონს, ახლა კი მსახიობ ბრედ პიტთან ერთად ცხოვრობს. მათ შორის ურთიერთობამ მსოფლიოს მედიის ყურადღება დაიმსახურა. ჯოლის და პიტს სამი აყვანილი ბავშვი ჰყავთ: მედოქსი, პექსი და ზაჰარა, ისევე როგორც სამი ბიოლოგიური შვილი: შილო, კნოქსი და ვივიენი. ანჯელინა მთელს მსოფლიოში დაკავებულია საქველმოქმედო საქმეებით და ასევე UNHCR-სთან თანამშრომლობს.

1959263_10203266878665699_5755441238347011800_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები