ეროვნული გვარდია იძულებული გახდა, ლუგანსკის სამხედრო ნაწილი დაეტოვებინა

ეროვნულ გვარდიაში განმარტეს, რატომ დატოვეს მებრძოლებმა ლუგანსკში სამხედრო ნაწილი, – წერს “უნიანი” ეროვნული გვარდიის პრესსამსახურის ხელმძღვანელზე ვიქტორ კუშნირზე დაყრდნობით. მისი თქმით, ბრძოლის დროს ტერორისტებმა გვარდიის გაანადგურეს და სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მებრძოლების დარჩენას აზრი არ ჰქონდა, რადგანაც ადგილზე “ფაქტობრივად ხანძარი გაჩნდა”.
მან ასევე დაადასტურმა, რომ უკრაინის ეროვნული გვარდიის საპატრულო პოლკის სამსახურის შტურმით აღება დაახლოებით 10 საათი გრძელდებოდა, რის შედეგადაც მთლიანად განადგურდა ავტოსადგომი და სამხედრო ნაწილის შტაბი. ცეცხლმა სამართალდამცავების ყაზარმებიც დააზიანა. კრიმინალები მძიმე ტექნიკიდან – ავტომატებიდან, ნაღმმტყორცნებიდან ბომბავდნენ, მუშაობდნენ სნაიპერებიც. სამართალდამცველებიდან სამი მებრძოლი დაიჭრა, ხოლო ტერორისტებიდან – 20. 6 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის სამხედრო ნაწილის პერსონალი უსაფრთხო ადგილას აროს გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები