ირაკლი ოქრუაშვილი: მე ვაფინანსებდი ბევრ რამეს, ეს ფული იყო პეტრესი, პავლესი, ივანესი, ვთხოვე და ფული ჩადეს

მე ვაფინანსებდი ბევრ რამეს, ეს ფული იყო პეტრესი, პავლესი, ივანესი, ვთხოვე და ფული ჩადეს, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყოველ წელს თავდაცვის ფონდში 36 მილიონს მისი უსაფრთხოებისთვის რიცხავდა.

„მისი უსაფრთხოებისთვის. რომ კომფორტულად ეგრძნო თავი ჩვენთან ურთიერთობაში. ჩვენ მასზე არ გავბრაზებულიყავით და რაიმე სახის შევიწროება არ დაგვეწყო. შსს-ს ცალკე აძლევდა, სააკაშვილს ცალკე აძლევდა.

„რუსთავი 2“ის წაღების თემაში არანაირი მონაწილეობა მას არ მიუღია.

სააკაშვილის ფინანსური ინტერესი თუ არაპირდაპირი სადმე თუ ჩანს, ეს შეიძლება მხოლოდ ჩემი მეშვეობით იყოს იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფონდრეიზერი მე ვიყავი და მე ვაფინანსებდი ძალიან ბევრ რამეს. ვისი იყო ეს ფული – პეტრესი, პავლესი, ივანესი და ა.შ. ვთხოვე რამდენიმე ადამიანს და ამ ადამიანებმა ამ საქმეში ეს ფული ჩადეს“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები