ბექა დავითულიანი: რა ზრახვა ჰქონდათ 90-იანებში, როდესაც რაგბის კავშირს აძლევდნენ ამ მიწას, გარდა დეკლარირებულისა, არ ვიცი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა ჭავჭავაძის გამზირზე მიწის გადაცემის საკითხზე კომენტარი გააკეთა.
“ფაქტია, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცებულია და ახალი გრგ-ს დამტკიცებით ჩვენ ვაუმჯობესებთ პირობებს. რამდენიმე რამ მინდა, გაიგოს საზოგადოებამ: ერთი, რომ ეს მზიურის ტერიტორია არ არის და არის მე-9 საავადმყოფოს ჩასახვევი. ეს ტერიტორია ედუარდ შევარდნაძის დროს გადაეცა რაგბის კავშირს, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში მოეხსნა ვალდებულება და წარმოიქმნა განაშენიანების კანონიერი ინტერესი, მიიღო განაშენიანების რეგულირების გეგმა. შესაბამისად, დღეს რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება არ მიგვეღო, ააშენებდნენ 60 ათასს კვადრატს ძველი გრგ-თი, ნაცვლად ახალი გრგ-თი დაკლებული 40 ათასისა”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები