ფოთში, 4-ბალიანი შტორმის გამო, ზღვაში ბანაობა აკრძალულია

ფოთის სანაპირო ზოლზე უკვე რამდენიმე დღეა, წითელი ალმებია აღმართული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ზღვაზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. წინასწარი მონაცემებით, საშტორმო მდგომარეობა 25 ივლისამდე შენარჩუნდება.
სინოპტიკური სამმართველოს ცნობით, დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +25 გრადუსი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები