თადუმაძე: მოსამართლე თვითგადარჩენისთვის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეთიკის ნორმებს და დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს

0

„მაქვს მკაფიოდ გამოხატული პოზიცია, რომ მოსამართლე თვითგადარჩენისთვის, ხელფასისა და მსგავსი რაღაცებისთვის თვითგადაწყვეტილებებს არ იღებს, მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებებს იმისთვის, რომ მან ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობა. თუ ის თავის ნაწილში ვერ უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, ბუნებრივია, ის ვერც სხვა ნაწილში უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას”, – ამის შესახებ გენპროკურორმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. საბჭოს წევრები ამ დროისთვის საქართველოს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს უსმენენ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 17 ივლისს დაიწყო. გასაუბრება უკვე 12-მა კანდიდატმა გაიარა.
​იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137-კაციანი სიიდან ე.წ. გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად საბოლოოდ სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.
​საბჭო დღეს კიდევ ორ კანდიდატს გაესაუბრება – 14:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს, 17:00 საათზე კი არამოსამართლე კანდიდატს, გიორგი თევდორაშვილს.

კომენტარები

კომენტარი