საგამოძიებო სამსახურის უფროსი საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეგიონული უშიშროების ატაშეს შეხვდა

0

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უშიშროების ატაშეს, ნიკოლას ქიფს შეხვდა. შეხვედრას აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისისა და საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა სტუმრებს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უწყების საქმიანობა გააცნო. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უშიშროების ატაშე საქართველოში ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტების გამოვლენის, გამოძიებისა და მათზე რეაგირების სხვა მეთოდებით დაინტერესდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საგამოძიებო სამსახური ყალბი ფულის გამოვლენა-აღკვეთა-გამოძიების სფეროში ეფექტურ საგამოძიებო-ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებს. ამ მიმართულებით საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე მხარეები სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი