ცხოველთა ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

0

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ცხოველთა უფასო ვაქცინაციას სხვადასხვა ინფექციურ დაავადებაზე ახორციელებს. თურქულის, ჯილეხის, ცოფის, ნოდულარული დერმატიტის, ბრუცელოზის, წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სააგენტოს ცნობით, მათ მიერ გატარებული ღონისძიებები ხელს უწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, დაავადებებისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებასა და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნებას.
“​სააგენტოს ვეტერინარების მიერ 6 თვეში ვაქცინირებულია:
თურქულის საწინააღმდეგოდ – 791 600 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი;
ჯილეხის საწინააღმდეგოდ – 402 003 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი;
ცოფის საწინააღმდეგოდ – 107 275 სული ცხოველი;
ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ – 130 411 მსხვილფეხა პირუტყვი;
​ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ – 194 767 მსხვილფეხა და 251 810 წვრილფეხა პირუტყვი;
წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგოდ – 195 978 პირუტყვი და ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგოდ დამუშავებულია 3250 მსხვილფეხა პირუტყვი.
​ვაქცინაციის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო ბრუცელოზის სერომონიტორინგსა (სისხლის ნიმუშების კვლევა) და ტუბერკულოზის კვლევებს ახორციელებს”, – ნათქვაიმია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი