“რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობდი” – დვალი დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

0

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობდი იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ის წყვეტს, დათმობს თუ არა წილს და რამდენს ქიბარ ხალვაში და ასევე, საერთოდ მიგვიშვებენ თუ არა “რუსთავი 2”-თან -ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა დავით დვალმა მისი და ჯარჯი აქიმიძის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
“ჩვენ დღევანდელ განცხადებაში აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ ჩვენ გვინდოდა და გვინდა დღესაც, რომ სამართლებრივი მექანიზმი გვეჭიროს, რომ დაზარალებულები, რადგანაც გვცნო პროკურატურამ, წინ წაწიოს საქმე და რამე სამართლებრივი ბერკეტი დაგვიტოვოს ბრძოლისთვის. ეს იყო ჩვენი მთავარი მოთხოვნა და ზუსტად აქ გვგონია პრობლემა, რომ ბიძინა ივანიშვილი არა მარტო ქიბარ ხალვაში რას გვეტყვის, იმას წყვეტს, არამედ იმასაც, რომ პროკურატურა დუმს და თაროზე აქვს შემოდებული ჩვენი საქმე და არანაირად წინ არ იძვრის“, – განაცხადა დავით დვალმა „რუსთავი 2“-თან საუბარში.
შეგახსენებ, რომ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა – ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა დღეს განცხადება გაავრცელეს.
განცხადების ერთ-ერთ ნაწილში ვკითხულობთ:
“დღეს ჩვენსა და სამართლიანობის აღდგენას შორის, ჩვენსა და ჩვენ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში. ვიმეორებთ, სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს“, – აცხადებენ აქიმიძე და დვალი.

კომენტარები

კომენტარი