დავით დვალი – ირაკლი ოქრუაშვილი არის მატყუარა, რომელიც იგონებს ყველაფერს

0

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი აცხადებს, რომ მას და ჯარჯი აქიმიძეს ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრა არ ჰქონიათ და მისგან არც ფული მიუღიათ.
„ოქრუაშვილს არაფერი არასდროს ჩვენთვის არ გადმოუცია. საერთოდ თვალით არ გვინახავს. არც შუამავლით. საერთოდ არაფერში მონაწილეობა არ მიუღია. ის არის ელემენტარული მატყუარა, რომელიც იგონებს ყველაფერს. საერთოდ არასდროს არ შევხვედრილვარ. რაც შეეხება თანხების გადაცემას და გადმოცემას, ამ დღეებში ჩვენს ჩვენებებს გავასაჯაროებთ მთლიანად, სადაც იქნება ამომწურავი ინფორმაცია. ეს თემა საიდუმლო არ არის. დეტალურად გამოვაქვეყნებთ ჩვენებას, რომ ჰქონდეს მაყურებელს, მსმენელსა და მოსახლეობას დასკვნის გამოტანის საშუალება. გუშინ და დღეს რაც ილაპარაკა ოქრუაშვილმა, არის მტკნარი სიცრუე ყველა თემაზე. ერთი დიდი მატყუარაა და ცდილობს, რომ ვითომ რაღაც როლი და ფუნქცია მიუძღვოდეს ამ პროცესში“, – განაცხადა დავით დვალმა.

კომენტარები

კომენტარი