აზერბაიჯანელი დეპუტატი – “ტიფლისი უძველესი აზერბაიჯანული ქალაქია”

0

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატის, ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის, იაგუბ მაჰმუდოვის თქმით, დავით გარეჯში 14 ივლისს განვითარებული მოვლენები შემთხვევითი არ იყო. მისივე განცხადებით, ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ურთიერთობის გაუარესებას ისახავდა მიზნად.
ამის შესახებ მაჰმუდოვმა Report.az-ს განუცხადა.
ამასთან, მისი თქმით, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებზე „ქართველი პროვოკატორების მხრიდან თავდასხმა საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების უპასუხისმგებლო მიდგომების გამო მოხდა.
„როგორ შეიძლება, დამნაშავეებმა ორი ქვეყნის საზღვარი გადაკვეთონ? აქედან დასკვნაა, რომ საქართველო საკუთარი საზღვრების დაცვას ვერ უზრუნველყოფს. თუ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა, მან ამგვარ ქმედებაზე თვალი არ უნდა დახუჭოს“, – განაცხადა ისტორიკოსმა.
იაგუბ მაჰმუდოვმა ისტორიაც გაიხსენა და ხაზი გაუსვა, რომ „პროვოკატორებსა და მათ უკან მდგარ ძალებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ დავით გარეჯი და აღმოსავლეთ საქართველო-აზერბაიჯანის მიწებია. ტიფლისი კი, უძველესი აზერბაიჯანული ქალაქია. თუ საქართველო პროვოკატორებს მხარს აუბამს, აზერბაიჯანს ექნება უფლება, პრეტენზია გამოთქვას საკუთარ მიწებზე. თუ ქართველ ექსტრემისტებს მიწების გამო ბრძოლა უნდათ, საკუთარი „გმირობები“ ჯავახეთზე გადაიტანონ. გასული საუკუნის 30-ან წლებში სტალინმა, აზერბაიჯანელ ხალხთან შეთანხმების გარეშე, საქართველოს შირაქის პლატო გადასცა. ჩვენ ტერიტორიულ პრეტენზიებს არ ვაცხადებთ, რადგან ქართველებთან მეგობრობას პატივს ვცემთ, მეგობრობა კი ღალატს ვერ იტანს!“, – აღნიშნა აზერბაიჯანელმა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი