უსუფაშვილი ოქრუაშვილზე: თუ ამბობს, რომ სიყალბის, ცრუ ჩვენებების, ამორალური გარიგებების შუამავალი ვიყავი, სიცრუეა

0

დავით უსუფაშვილი განმარტავს, რომ 2014 წელს ირაკლი ოქრუაშვილი თავისი ინიციატივით შეხვდა და უთხრა, რომ მას ჰქონდა მზაობა, პროკურატურისთვის მიეცა ჩვენებები მნიშვნელოვან გამოძიებებსა და საქმეებზე.
„მას ჰქონდა სურვილი „ქართულ ოცნებასთან“ პოლიტიკური თანამშრომლობისა და მთხოვა, გადამეცა ივანიშვილისთვის. ღარიბაშვილსა და ივანიშვილს ეს გადავეცი და ოქრუაშვილს დავუბრუნე მათი პასუხი: შოთაძე დაგიკავშირდება, ითანამშრომლე გამოძიებასთან, რისთვისაც მზად ხარ, დანარჩენზე მერე ვისაუბროთ. ეს იყო ის ამომწურავი ფაქტი და ეს კონკრეტული რეალობა, რაც მე მაკავშირებს ამ საქმესთან. არანაირი მსჯელობა ოქრუაშვილის მხრიდან, რომ ის იყო მზად სიყალბეებზე, ან ივანიშვილის მხრიდან, რომ “თუ სიყალბეებს ჩაიდენ გეთანამშრომლები” – მსგავსი არაფერი ყოფილა ჩემი თანდასწრებით. ჩემი მონაწილეობით ეპიზოდი შეეხებოდა ოქრუაშვილის მხრიდან ჩვენებების მიცემის მზაობას. ზოგადად, საუბრობდა, რომ იმ პერიოდში რა საქმეებთანაც მქონდა ურთიერთობა, ყველაფერზე მზად ვარ, მივცე ჩვენებები პროკურატურას და მინდა, მაქვს სურვილი „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობისო. თუ ის ამბობს, რომ მე რაიმე ფორმით ვიყავი შუამავალი სიყალბის, ცრუ ჩვენებების, ამორალური გარიგებების, ამაზე თუ საუბრობს, ეს არის სიცრუე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დავალებით, 2014 წელს „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით მისცა ჩვენება, რის სანაცვლოდაც გორის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. საქმესთან დაკავშირებით ოქრუაშვილმა ბიძინა ივანიშვილსა და მას შორის მოლაპარაკებების შუამავლად დავით უსუფაშვილი დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი