საქართველოს პრეზიდენტმა 59 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეწყალების აქტი შეეხო 57 მსჯავრდებულს, ხოლო 2 პირს მოეხსნა ნასამართლობა.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს, ასევე სახელმწიფო ინტერესს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.