28 იანვარი ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა

რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად 28 იანვარი ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

„უკრინფორმის“ ცნობით, ამის შესახებ ოდესის საქალაქო საბჭომ ინფორმაცია Telegram-ზე გაავრცელა.

„27 იანვრის ღამეს ოდესაზე მტრის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული მასობრივი თავდასხმის შედეგად დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რასაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, 28 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინული მედიის ცნობით, ოდესაში 27 იანვრის ღამეს დრონით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა, რომელთაგან 12 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები