დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში ჯარების რაოდენობა გაზარდა
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში განლაგებული სამხედროების რაოდენობა გაზარდა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უკრაინაში რამდენიმე ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე გვყავს, რომლებიც საელჩოსა და კიევს მათ დაცვაში ეხმარებიან <…> არჩევნების შემდეგ (2024 წლის ივლისში), ეს რიცხვი გაიზარდა“, – თქვა მან.
ჰილიმ ასევე დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის მოთხოვნით კიევისადმი მხარდაჭერის გაზრდას კვლავ აგრძელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ჯარების უკრაინაში განლაგების ნებისმიერი სცენარი კატეგორიულად მიუღებელია მოსკოვისთვის და მკვეთრი ესკალაციის რისკს შეიცავს.