ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე მთიული შაინიძე დაინიშნა

0

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ ბერიძის ბრძანებით მთიული შაინიძე დაინიშნა.
დღესვე ვახტანგ ბერიძემ ახლადდანიშნული მოადგილე მერიის თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა. მთიული შაინიძე დაიბადა 1986 წლის 5 აგვისტოს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში; 2003 წელს დაამთავრა სოფ, წაბლანის საშუალო სკოლა; 2004-2008 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (სპეციალობა-ისტორია). მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; 2005 წლიდან დღემე, მუშაობდა სოფ, წაბლანის საჯარო სკოლაში, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგად; 2014 – 2019 წელებში მუშაობდა შ.პ.ს ,,აჭარისწყალი ჯორჯიაში“ სხვდასხვა პოზიციებზე; (2015-2017 წლები კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ სხალთის ჰესზე, ოფის მენეჯერი. 2014-2019 წლებში სხალთაში სოციალური პროექტების ხელმძღვანელი). 2018 წლიდან დღემდე მუშაობდა ხულოს N84-ე საარჩევნო ოლქის ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივნად; ფლობს რუსულ ენას; ჰყავს მეუღლე – რენა შავაძე.

კომენტარები

კომენტარი