რუსეთმა სირიაში, აგრარულ ბაზარზე იერიში მიიტანა – სულ მცირე, 17 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა (ფოტო,ვიდეო)

რუსეთმა, სირიის ჩრდილოეთ-დასავლეთით დეესკალაციის ზონაში მდებარე აგრარულ ბაზარზე საჰაერო იერიში მიიტანა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 17 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.იდლიბის სამოქალაქო თავდაცვის დაჯგუფებები სამაშველო ოპერაციას ატარებენ, სავარაუდოდ, მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება.ბოლო 24 საათის განმავლობაში დეესკალაციის ზონაში 34 ადამიანი დაიღუპა.სირიელი უფლებადამცველების მონაცემით, 26 აპრილიდან – 12 ივლისის პერიოდში, იდლიბში 606 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 11 ქალი და 157 ბავშვია.
2018 წლის 17 სექტემბერს სოჭში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვით სირიის იდლიბში დემილიტარიზებული ზონა შეიქმნა.
სირიაში კონფლიქტი 2011 წლის მარტში დაიწყო, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციები საომარ მოქმედებებში გადაიზარდა.
გაერო-ს ლტოლვილთა საკითხებში უზენაესი კომისრის სამმართველოს მონაცემით, კონფლიქტის დაწყებიდან სირიაში 6,6 მლნ ადამიანი დევნილი, ხოლო 5,6 მლნ ლტოლვილი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები