გელაურში მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს

0

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაურაში მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.
როგორც “კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სოფელ გელაურის გზაზე ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 1500 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარის დაგება.
სამუშაოები აჭარის საგზაო დეპარტამენტის დაფინანსებით და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი