ბარაკ ობამა: აშშ-ისა და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით უკრაინის დემოკრატია ძლიერი იქნება

ვარშავაში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ერთმანეთს შეხვდნენ.
„აშშ-ისა და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით უკრაინის დემოკრატია ძლიერი და აყვავებული იქნება. უკრაინამ უარი თქვა ძალადობასა და კორუფციაზე და აირჩია დემოკრატია, რაც საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით გამოიხატა“,- განაცხადა ობამამ.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა სხვა ქვეყნებს პეტრე პოროშენკოსა და მისი ახალი მთავრობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“საერთშორისო თანამეგობრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ რუსეთი შეწყვეტს უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას”, – აღნიშნა ბარაკ ობამამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები