პაატა სალია: ოქრუაშვილი ჯერ ადვოკატი, შემდეგ საჯარო მოხელე იყო და მერე ყვება ისტორიას, რომ მილიონერ ადამიანს ფული ასესხა ?!

0

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომ თითქოს მან 7 მილიონი დოლარი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ასესხა. მისი თქმით, ოქრუაშვილის მოთხოვნას ტელევიზიის წილებთან დაკავშირებით, არანაირი საფუძველი არ აქვს.

„ადვოკატი იყო ბატონი ოქრუაშვილი, შემდეგ გახდა საჯარო მოხელე და მერე ყვება ისტორიას, რომ მილიონერ ადამიანს, რომელიც წარმატებული ბიზნესმენი იყო და წარმატებული ბიზნესები ჰქონდა, ფული ასესხა?! საინტერესო პასაჟიც არის მაგ ე.წ. ხელშეკრულებაში, რომ თუ ქიბარ ხალვაში დამოუკიდებლად დაიწყებდა დავას ამასთან დაკავშირებით, მის გარეშე, მაშინ ჯარიმა უნდა გადაეხადა, ხომ?! ჯარიმას არ ითხოვს, ითხოვს ტელევიზიის წილებს. მე ვფიქრობ, რომ არანაირი საფუძველი არ აქვს“, – განაცხადა სალიამ.

​ცნობისათვის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა გუშინ განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა დოკუმენტზე ნამდვილია და ეს სამი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რითაც მისი თქმით, მტკიცდება, რომ ტელეკომპანიის მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილია.

კომენტარები

კომენტარი