მამუკა გამყრელიძე: გუშინდელი გადაწყვეტილებით სტრასბურგმა ცნო, რომ წინა ხელისუფლების დროს უხეში ზეწოლა ხორციელდებოდა დამოუკიდებელ მედიაზე

„სტრასბურგის სასამართლომ ცნო, რომ წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა უხეში ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე”, – ასე შეაფასა პოლიტიკოსმა მამუკა გამყრელიძემ სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება „რუსთავი 2-ის” საქმეზე. მისივე თქმით, ეს მოწმობს იმასაც, რომ ეს საკითხი ამ ხელისუფლების პირობებში მოგვარებულია.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უფრო მძიმეა, ვიდრე მხოლოდ „რუსთავი 2-ის” დაკარგვა. გუშინდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ ირიბად ცნო, რომ წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა უხეში ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე, არ იყო გარანტირებული კერძო საკუთრება, სასამართლო არ იყო თავისუფალი და დღეს, ამ ხელისუფლების პირობებში, ეს საკითხები მოგვარებულია.
აი, რა მაფიქრებს და რას ვწუხვარ. როგორ შემოგვიტრიალდება ეს გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ არ ვიცით. პროპაგანდის თვალსაზრისით აუცილებლად იქნება შედეგები”, – წერს მამუკა გამყრელიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები