ბრიტანეთის საკონსულო რუსეთში ერთსქესიანთა წყვილების ქორწინებას დაარეგისტრირებს

რუსეთში მცხოვრები დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები უკვე შეძლებენ საკონსულოში დაქორწინებას. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უფლება მისცა ასეთი კავშირების რეგისტრაციას იმ ქვეყნებში, სადაც ეს აკრძალულია. ამის შესახებ „დეილი ტელეგრაფი“ წერს. ჩამონათვალში 22 ქვეყანაა, მათ შორის: რუსეთი, ჩინეთი, სერბეთი, უნგრეთი, აზერბაიჯანი, ჩილე, ბოლივია, კოლუმბია, იაპონია, კოსოვო, ჩერნოგორია, მონღოლეთი, ფილიპინები, ნიკარაგუა, სან-მარინო, პერუ, ვიეტნამი, ესტონეთი, ლატვია, ავსტრალია, კოსტა-რიკა, კამბოჯა და დომენიკის რესპუბლიკა.
დიდმა ბრიტანეთმა ერთსქესიანთა ქორწინება ინგლისისა და უელსის ტერიტორიაზე 2013 წელს დააკანონა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები