“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძე ჟურნალისტებს სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების თაობაზე განუცხადა.
“გუშინდელი დღე და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო და ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას, ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას, საკუთრების ხელყოფასა და ადამიანების წამებას. ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვაზაგაშვილი-შანავას საქმეზე საქართველოს ოჯახის მიმართ 50 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.