საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში დასმულ კითხვაზე: მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას: გამოკითხულთა 26% ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 22% კი „ნაციონალურ მოძრაობას.“
სხვა პარტიების შედეგი ასეთია: „ევროპული საქართველო“ 7 %, „პატრიოტთა ალიანსი“ – 5 %, „ლეიბორისტული პარტია“ 5 %, „სამოქალაქო მოძრაობა“ – 2 %, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ – 2 %, „შენების მოძრაობა“ – 2%, „გირჩი“ 1%.
შეგახსენებთ, რომ კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.