IRI: გამოკითხვის შედეგად, ყველაზე მაღალი ნდობით ეკლესია სარგებლობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, პირველ ადგილზე სანდოობის მიხედვით 89 %-ით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაა, ჯარის რეიტინგი კი, 87 პროცენტს შეადგენს.
სხვა წამყვან პოზიციებზე კი შემდეგი ინსტიტუტები არიან: ქართული მედია – 70 პროცენტი, პოლიცია – 52 პროცენტი, ადგილობრივი ხელისუფლება – 48 პროცენტი, საჯარო განათლების სისტემა – 40 პროცენტი, პარლამენტი – 37 პროცენტი, მინისტრთა კაბინეტი – 35 პროცენტი.
IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5 პროცენტს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები