ნიკა გვარამია: საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა არსებობდეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი ტელევიზია არ უნდა არსებობდეს, – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ „მძიმე კაცთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, იგი საქართველოში ამ არხის დანიშნულებას ვერ ხედავს.
„მე ვერ ვხედავ ამ არხის დანიშნულებას, არანაირი შეტევა დღევანდელ საზოგადოებრივ არხთან დაკავშირებით არ მაქვს, რომელსაც მე პატივს ვცემ. ზოგადად, კონცეფციაზე ვსაუბრობ, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი არხი არ უნდა არსებობდეს არცერთ ქვეყანაში. არ ვიცი, რამდენად სწორია, იარსებოს ისეთმა ტელევიზიამ, რომელიც არამეინსტრიმზეა გათვლილი. რა თქმა უნდა, მას აქვს რეიტინგი, ხუთეულში შედის და ეს ნორმალურია, სხვა ქვეყნებში ასეთი რეიტინგიც არ აქვთ საზოგადოებრივ მაუწყებლებს“, – აღნიშნა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები