პოლიციის კაპიტანს მოსკოვში ათჯერ ესროლეს
დაღუპული პოლიციელი ოლეგ ტოლმაჩოვი მოსკოვის ერთ-ერთი რაიონის სამსახურის უფროსი იყო. მას თავის არეში ათი ტყვია აქვს მოხვედრილი. მკვლელობის ძირითად მოტივად გამოძიება მის პროფესიონალურ საქმიანობას მიიჩნევს. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის და იარაღის უკანონო ბრუნვის მუხლებით არის აღძრული.