ნიკოლოზ მეტრეველი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ქართული სასამართლო დღეს ნატო-ში შევიდა

0

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ქართული სასამართლო დღეს ნატო-ში შევიდა“, – ამ სიტყვებით ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.
გადაწყვეტილების მიხედვით, „რუსთავი 2-ის“ საქმეზე დარღვევა არცერთ მუხლზე დადგინდა.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ: ქართული სასამართლო დღეს ნატო-ში შევიდა!“, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
​სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადაწყვეტილებები ოფიციალურ ვებგვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
„რუსთავი 2-ის“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა. „რუსთავი 2-ს“ შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს.
​ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

კომენტარები

კომენტარი